top of page
ვარჯიში (6 - დან 18 წლამდე )

ვარჯიში (6 - დან 18 წლამდე )

6–18 წლამდე ასაკი აქტიური ზრდის, ფიზიკური ჩამოყალიბებისა და ფუნქციური შესაძლებლობების განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ამ პერიოდში სწორად დაგეგმილი და ასაკზე მორგებული ვარჯიში აუცილებელია ჯანმრთელი სხეულის, სწორი პოზისა და მოძრაობითი უნარების ფორმირებისთვის.

ვარჯიში აძლიერებს კუნთოვან სისტემას, აუმჯობესებს კოორდინაციას, ბალანსსა და მოქნილობას. რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ძვალსახსროვანი სისტემის სწორ განვითარებას, ამცირებს არასწორი პოზის, ზურგისა და სახსრების ტკივილების რისკს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის ასაკის მოზარდებში.

ფიზიკური ვარჯიში დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე, ზრდის გამძლეობასა და ენერგიის დონეს. ამასთანავე, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოემოციურ განვითარებაში — ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს კონცენტრაციას, თვითშეფასებასა და საერთო ემოციურ მდგომარეობას.

პროფესიონალის მიერ შედგენილი ვარჯიშის პროგრამა 6–18 წლამდე ასაკში ეხმარება ბავშვსა და მოზარდს ჯანსაღ ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაში.

60,00GELPrice
bottom of page