კომბინირებული, ვარჯიში + მასაჟი (0-დან 1 წლამდე )
0–1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მასაჟისა და ვარჯიშის კომბინაცია წარმოადგენს სრულფასოვან და ეფექტურ მიდგომას, რომელიც ხელს უწყობს ჩვილის ჰარმონიულ ფიზიკურ და ფსიქოემოციურ განვითარებას. ეს ორი მეთოდი ერთმანეთის იდეალურად ავსებს და ქმნის განვითარების მყარ საფუძველს სიცოცხლის პირველ წელს.
ნაზი მასაჟი ამზადებს კუნთებსა და სახსრებს ვარჯიშისთვის — აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს დაძაბულობას და ზრდის სხეულის მოქნილობას. ამის შემდეგ შესრულებული ასაკზე მორგებული ვარჯიშები აძლიერებს კუნთოვან სისტემას, აუმჯობესებს კოორდინაციას და ეხმარება ბავშვს სწორად დაეუფლოს ძირითად მოძრაობით ეტაპებს.
მასაჟისა და ვარჯიშის ერთობლივი გამოყენება დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე: ამშვიდებს ბავშვს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ზრდის ყურადღებასა და რეაქციის სისწრაფეს. ასევე ხელს უწყობს საჭმლის მონელების რეგულირებას და ამცირებს კოლიკებისა და დისკომფორტის რისკს.
პროფესიონალურად დაგეგმილი მასაჟი და ვარჯიში 0–1 წლამდე ასაკში უზრუნველყოფს ბავშვის სწორ, უსაფრთხო და ჯანსაღ განვითარებას

